среда, 5 ноября 2014 г.

პროექტის გეგმა

პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური
 „მოხეტიალე რიცხვები“
პროექტის მოკლე შინაარსი
მოსწავლეები პროფესიონალი უფროსების მსგავსად გამოიყენებენ ათწილადებს  სამუშაო პროცესში. შესწავლის შემდეგ, მოსწავლეები მოამზადებენ  პრეზენტაციას, ან საინფორმაციო ბიულეტენს, რაც მათ შერჩეულ პროფესიაში ათწილადების ცოდნის მნიშვნელობის დემონსტრირებას ემსახურება.
საგანი
მათემატიკა
კლასი/დონე  
6
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები
პრობლემების გადაჭრა, ანალიზი, შესწავლა
განხორციელების დროის ჩარჩო
ხუთი 45- წუთიანი გაკვეთილი, დამატებითი დრო ინდივიდუალური და ჯგუფური კომპიუტერული მუშაობისთვის.
პროექტის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
VI კლასის  მათემატიკის სტანდარტი
მათ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების  გამოსახვა ,შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        გამოსახავს  ათწილადებს სხვადასხვა სახით(მათშორის რიცხვით  სხივზე); წერს სასრულ ათწილადს  წილადის სახით;
·        კითხულობს სასრულლი ათწილადის ჩანაწერს ; უთითებს თანრიგებს და ასახელებს ციფრთა  მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით; იყენებს  ამ ცოდნას ატწილადების შედარებისა და დალაგებსას(მათ შორის რიცხვით სხივზე)  
მათ.VI.2.მოსწავლეს შეუძლია  არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული  მოქმედებების შესრულება  და მოქმედებათა შედეგის  შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·        ამრგვალებს ათწილადებს  მოცემული სიზუსტი(მეათედისა და მეასედის);მიახლოებით პოულობს (სიზუსტის მითითების გარეშე) არითმეტიკული გამოსახულების  მნიშვნელობას;
                             მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და         გამოყენება
                              შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        იყენებს ათწილადებზე გამრავლებას ზომის  მცირე ერთეულის დიდ ერთეულთან თანაფარდობის გამოსახვისთვის


ტექნოლოგიური სტანდარტები
·        მოსწავლეები იყენებენ ტელეკომუნიკაციის საშუალებებს თანატოლებთან, ექსპერტებთან და აუდიტორიის სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობის, საგამომცემლო საქმიანობის და ურთიერთობის დასამყარებლად.
·        მოსწავლეები იყენებენ მედიის და ფორმატების მრავალფეროვნებას სხვადასხვა აუდიტორიისთვის ინფორმაციის ეფექტურად მისაწოდებლად.
                             ტექნოლოგიური კვლევის ინსტრუმენტები ;
·        მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოძიების, შეფასების და  შეგროვებისთვის.

მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
·        გამოიყენონ კვლევის უნარ-ჩვევები ინტერვიუების და ზეპირი პრეზენტაციების ჩატარებისას.
·        მულტიმედიური პრეზენტაციების მომზადებას ზეპირი პრეზენტაციების ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად.
·         სხვადასხვა პროფესიებში ათწილადების გამოყენების მნიშვნელობის შეფასებას.
·        სიტყვიერად და ვიზუალურად  ათწილადებით გამოთვლების გამოხატვას.
·        პრაქტიკულ სიტუაციებში წილადების გამოყენებით ამოცანების ამოხსნას.
·        თანატოლებთან თანამშრომლობას სტატიების მომზადებისას, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის და იდეების დემონსტრირებას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:

ზოგადი შეკითხვები

თემატური შეკითხვები
·        ათწილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალების შესრულება?
·        როგორ გამოიყენება ათწილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა ათწილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას? 
·        რამდენად ამარტივებს ათწილადების ცოდნა ცხოვრებას?
·        რამდენად ხშირად გამოიყენება ათწილადები ცხოვრებაში?


შინაარსობრივი შეკითხვები
·        რა არის ათწილადი?
·        როგორ მივუმატოთ, გამოვაკლოთ, გავამრავლოთ და გავყოთ ათწილადები?
·        რა განსხვავება მთელსა და წილად ნაწილს შორის?
·        როგორ აქცევთ ათწილადს წილადად ან პირიქით?
·        როგორ ალაგებთ და ადარებთ ერთმანეთს  ათწილადებს რიცხვით ღერძზე?
·        როგორ ამრგვალებთ ათწილადებს?
·        როგორ  შეგიძლიათ წილადის ტოლი ათწილადის მიღება?

შეფასების გეგმა
შეფასების შეჯამება
არაფორმალურად,  მოსწავლეების შესაფასებლად ვსვამ კითხვებს, ვაფასებ ჟურნალებს  და ჩანაწერებს, რაც პროგრესის მონიტორინგში, უკუკავშირის უზრუნველყოფასა და სწავლების პროცესში შესწორებების შეტანაში  დამეხმარება. მივცემთ მოსწავლეებს საინფორმაციო ბიულეტენის ქულების მინიჭების გზამკვლევს და ვაფასებთ წარმოდგენილ  სტატიას.   ვურიგებთ  მოსწავლეებს საკითხების ჩამონათვალს და საპროექტო რუბრიკას მულტიმედიური პრეზენტაციების მოსამზადებლად და შესაფასებლად. ვიყენებთ  საპროექტო რუბრიკას პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად.



შეფასების დროის ჩარჩო



პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









·    შეკითხვების დასმა
·    მათემატიკის სამუშაო დღიური
·    ჩანაწერები
·    შეკითხვები
·    საინფორმაციო ბიულეტენი
·    ქულების მინიჭების გზამკვლევი
·    მასწავლებლის და თანატოლთა კონფერენციები
·    მათემატიკის სამუშაო ჟურნალები
·    საპროექტო რუბრიკა
·    მოსწავლის საკითხების ჩამონათვალი
·    საინფორმაციო ბიულეტენის ქულების მინიჭების გზამკვლევი
·    საპროექტო რუბრიკა

·    ჩანაწერები
·    მათემატიკის ჟურნალები
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·        ელექტრონული პრეზენტაციების და საგამომცემლო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
·        ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების გამოცდილება;
·        ათწილადების ცოდნა;
·        შეკრების, გამოკლების, გამრავლების და გაყოფის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
სასწავლო პროცედურები
მომზადების ეტაპი
პროექტზე მუშაობას თემატური შეკითხვით დავიწყეთ, ათწილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალებების შესრულება? ვეცანობი მოსწავლეების პასუხებს და ვთხოვთ რომ კომენტარები სამუშაო დღიურებში ჩაინიშნონ. პროექტზე მუშაობის პირველ კვირას წარვდგენთ   ათწილადების საფუძვლებს მასწავლებლის პრეზენტაციის ფაილის გამოყენებით.ათწილადების  უკეთესად გაცნობის მიზნით, მოსწავლეებს მივცემთ შესაძლებლობას  პრაქტიკულ სიტუაციებში გამოიყენონ ათწილადები სხვადასხვა ამოცანების ამოსახსნელად.  აღმოაჩინონ ათწილადების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და შექმნან საკუთარი ათწილადების მოდელები.  ყოველი აქტივობის შემდეგ, მოსწავლეებს შესაძლებლობას  მივცემთ  გადაიღონ ათწილადებზე შესრულებული პრაქტიკული სავარჯიშოების ფოტოები, რაც მომავალში პროექტებზე სამუშაოდ გამოადგებათ. გააკეთებ ჩანაწერებს მოსწავლეების მიერ ათწილადების დოკუმენტირების პროცესში და განიხილავთ სავარჯიშოს დასრულების შემდეგ.

დავრიგებ საპროექტო რუბრიკას  და განვიხილოთ პროექტის მოთხოვნები. განვუმარტოთ მოსწავლეებს, რომ მოცემული რუბრიკის საშუალებით შევაფასებთ მათ მუშაობას და მათემატიკური ცნებების ცოდნას, რაც პროექტის ფარგლებში მიიღეს.
საინფორმაციო ბიულეტენის შექმნა და გამოცემა
პროექტზე მუშაობის მეორე კვირას მოსწავლეებს  ჩავრთავთ აქტიურ პრაქტიკულ მუშაობაში ათწილადებზე, მათემატიკურ ჩაწერებზე  . კვირის ბოლოს დავყოფთ მოსწავლეებს ჯგუფებად და დავავალებ თითოეულ ჯგუფს შეაჯამონ შერჩეული აქტივობა და მოამზადონ სტატია კლასის საინფორმაციო ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად.  დავრიგებ საინფორმაციო ბიულეტენის ქულობრივი შეფასების გზამკვლევს სამუშაო პროცესში დასახმარებლად. ჩავატარებთ თანატოლთა და მასწავლებლის კონფერენციები ნაშრომებზე უკუკავშირის მისაღებად. მივუთითებ მოსწავლეებს, მოიფიქრონ სტატიის სათაური და გადაიტანონ საკუთარ ნაშრომში. აგრეთვე, საგამომცემლო პროგრამის საშუალებით დაამატონ გრაფიკები და ფოტოები კლასის საინფორმაციო ბიულეტენის ნიმუშს. გამოვაქვეყნებთ ბიულეტენს და გაუუგზავნით მშობლებს.

პროექტის სცენარის გაცნობა  

ათწილადების ცნების და პრაქტიკაში გამოყენების  მნიშვნელობის გასაგებად, მოსწავლეები შეისწავლიან მის გამოყენებას  სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში. დასვით თემატური შეკითხვა, როგორ გამოიყენება ათწილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა ათწილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?  და რამდენად ამარტივებს ათწილადების ცოდნა ცხოვრებას?  მოსწავლეებს ვთხოვთ, სამუშაო დღიურში ჩაწერონ შეკითხვებზე პასუხები. პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე პერიოდულად  ვაგროვებთ დღიურებს მოსწავლეების მიერათ წილადებზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად. სწავლების პროცესში შეგვაქვს  ცვლილებები ჯგუფური, თუ ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

მოსწავლეებს ვაწვდით ინფორმაციას, რომ შერჩეული პროფესიის ფარგლებში მუშაობის შედეგად,  ყველა წარმოდგენილ თემატურ შეკითხვაზე პასუხს განსაზღვრავენ.   მათი დავალებაა, შეისწავლონ, რამდენად მნიშვნელოვანია ათწილადები მოცემული პროფესიული საქმიანობისთვის და რა ზემოქმედებას ახდენს ატწილადების ცოდნა სამუშაოს ეფექტურად შესრულებაზე.  და ბოლოს, მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან პრაქტიკულ სიტუაციებთან და შერჩეულ პროფესიასთან დაკავშირებული ამოცანები. მიღებული შედეგების საფუძველზე კი, გააკეთონ დასკვნები, როგორ აისახება მოცემული ამოცანები მათ ცხოვრებაში. 

განსაზღვრავ პროფესიებს  მოსწავლეებისთვის, ან ვაძლევ  შესაძლებლობას, დამოუკიდებლად აირჩიონ პროფესია. თითოეული მოსწავლის პროფესიული პროფილის განსაზღვრის შემდეგ, ვურიგებ შესასრულებელი საკითხების ჩამონათვალს  და განვიხილავ საპროექტო მოთხოვნებს. ვამოწმებ რამდენად გასაგებია დავალება მოსწავლეებისთვის.

ინფორმაციის შესწავლა და შეგროვება
მოსწავლეების მიერ პროფესიების შესწავლის დაწყებამდე, გავმართავ  დისკუსიას  მოცემულ საკითხზე ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზების შესახებ.  მოსწავლეებს ვთხოვ, განიხილონ ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა გზები და ინსტრუმენტები შეკითხვებზე შესაბამისი პასუხების გასაცემად. თუ განხილვისას, პირველად წყაროსთან ინტერვიუს ჩატარება არ დასახელდა კვლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, ვამატებ აღნიშნულ რეკომენდაციას მოსწავლეების ჩამონათვალს. მუშაობის დასრულების შემდეგ, განიხილავ თითოეული დასახელებულ ტექნიკას. ხაზგასმით ავნიშნავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიება და კვლევის ინსტრუმენტების მრავალფეროვნების გამოყენება პროექტის რეალისტურობის და დამაჯერებლობის უზრუნველსაყოფად.

მოსწავლეებს ვაწოდებ ვებ-გვერდების მისამართებს, შერჩეული პროფესიის შესახებ კვლევის განსახორციელებლად. აგრეთვე, ელექტრონული ნიმუში, ან Excel-ის სამუშაო ფურცელი ინფორმაციის  მოგროვების და ჩაწერის მიზნით. სამუშაო ფურცელი მოსწავლეებს ეხმარება დაგეგმილი პრეზენტაციებისთვის სამუშაოს ორგანიზებაში. ამასთანავე, ვაკეთებტ ინტერვიუს ტექნიკის დემონსტრირებას . ერთობლივად შევიმუშავბთ შეკითხვების ჩამონათვალს, რომელიც  ინტერვიუს ჩატარებისას დაეხმარება მოსწავლეებს. კერძოდ, პროექტის კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციების მიღებასა და თემატურ შეკითხვებზე პასუხების გაცემაში.  განვიხილავთ, როგორ შეიძლება ელ-ფოსტის გამოყენება კომუნიკაციის დასამყარებლად. შეახსენეთ, კვლევის მიზნების მისაღწევად ინტერნეტში მუშაობის და ელ-ფოსტის გამოყენების  ეტიკეტის და წესების შესახებ.
რამდენიმე დღე დავუთმოთ მოსწავლეების მიერ კვლევის და  ინტერვიუების ჩატარებას.

დასკვნების გაკეთება და პარალელების გავლება კვლევის საფუძველზე

მოსწავლეების მიერ კონკრეტულ პროფესიაში ათწილადების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოგროვების და ორგანიზების შემდეგ, ისინი განსაზღვრავენ, რა კავშირშია ათწილადები მათ აწმყოსა და მომავალთან. შეახსენეთ, რომ მომზადებული პრეზენტაციები შემდეგ თემატურ შეკითხვებზე უნდა პასუხობდნენ:  
·        ათწილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალების შესრულება?
·        როგორ გამოიყენება ათწილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა ათწილადები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას? 
·        რამდენად ამარტივებს  ათწილადების ცოდნა ცხოვრებას?

პრეზენტაცია ზოგად შეკითხვაზე პასუხსაც უნდა წარმოადგენდეს, სიზუსტე მართლაც ამდენად მნიშვნელოვანია? ვეხმარებით მოსწავლეებს გაავლონ პარალელები და გააკეთონ დასკვნები.ვმართავთ მოსწავლეების კონფერენციებს კვლევის და პროექტზე მუშაობის სხვდასხვა ეტაპებზე მოსწავლეების სამუშაოს მონიტორინგის, შეკითხვებზე პასუხის გაცემის და უკუკავშირის მიღების მიზნით.

მოსწავლეების მიერ შესასწავლ პროფესიასა და საკუთარ ცხოვრებისეულ რეალობასთან პარალელების გავლების შემდეგ მოსწავლეებს მივუთითოთ მოიფიქრონ ათწილადებზე დაფუძნებული ერთი პრაქტიკული ამოცანა და მოახდინონ არსებული კავშირების დემონსტრირება. მოსწავლეები წარმოადგენენ პრაქტიკულ ამოცანას და ამოხსნის დეტალურ ანგარიშს. თითოეული მოსწავლის მიერ ამოცანის ამოხსნის დეტალური გზის წარმოდგენისას, მოსწავლე უპასუხებს შემდეგ შინაარსობრივ შეკითხვებს:
·        რა არის ათწილადი?
·        როგორ მივუმატოთ, გამოვაკლოთ, გავამრავლოთ და გავყოთ ათწილადები?
·        რა განსხვავებაა მთელ და წილად ნაწილებს შორის?
·        როგორ გადავაქციოთ წილადი ათწილადად ან პირიქით?
საჭიროებისამებრ, დავეხმარებით მოსწავლეებს ამოცანების შედგენასა და დასკვნების გაკეთებაში.
მოსწავლეების პრეზენტაციების მომზადება
კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია და შეადგინეს ათწილადების პრაქტიკული გამოყენების შესახებ ამოცანები. დავურიგებ მოსწავლეებს საპრეზენტაციო ფორმას და მივუთითებ, მულტიმედიურ პრეზენტაციებზე მუშაობა დაიწყონ. პირველად, მოსწავლეები დაგეგმავენ საკუთარი  პრეზენტაციის ვიზუალურ მხარეს მოთხრობების დაფის გამოყენებით. თითოეული მოთხრობის დაფა საჭიროა მოიცავდეს სლაიდის სათაურს და ძირითადი საკითხების ჩამონათვალს.  

მოცემული დავალების შესრულების შემდეგ, შევხვდები მოსწავლეებს ინდივიდუალურად პრეზენტაციების განხილვის და შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით. სათაურების და ძირითადი თემატური საკითხების დამტკიცების შემდეგ, დავიწყებთ სლაიდების მომზადებას. დავეხმარები მოსწავლეებს პრეზენტაციებზე მუშაობის პროცესში.
ზეპირი პრეზენტაციების ჩატარება
პრეზენტაციებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დავყოფ ჯგუფს წყვილებად. წყვილებში მოსწავლეები დაეხმარებიან ერთმანეთს პრეზენტაციების ზეპირად წარმოდგენის მომზადების პროცესში, მკვლევარის და ექსპერტის როლების შესრულების გზით. განვსაზღვრავ შესაბამისი დროის მონაკვეთს, მოსწავლეების მიერ შეკითხვების შესადგენად და პრეზენტაციებისთვის მოსამზადებლად. ინტერვიუერი (მოსწავლის დამხმარე) დასვამს შეკითხვებს  და ექსპერტი (მოსწავლე პრეზენტორი) გასცემს პასუხებს სლაიდებზე წარმოდგენილი ძირითადი სასაუბრო საკითხების დახმარებით. რამდენიმე დღეს დავუთმობ მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენას. დაუბრუნდები ზოგად და თემატურ შეკითხვებს. ვთხოვ მოსწავლეებს, წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:
·        სიზუსტე მართლაც ამდენად მნიშვნელოვანია?
·        ათწილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე უფრო მარტივი იქნებოდა დავალების შესრულება?
·        როგორ გამოიყენება ათწილადები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა ისინი სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას? 
·        რამდენად ამარტივებს ათწილადების ცოდნა ცხოვრებას?
ჩავწერტთ  მოსწავლეების პასუხებს ცხრილში.
ყველა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, განვიხილავ  შევსებულ  ცხრილს და ვაკეთებ დასკვნებს
ათწილადების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.


შეჯამება
ვაწარმოებ ჯგუფურ დისკუსიას ზოგადი შეკითხვის გარშემო, სიზუსტე მართლაც ამდენად მნიშვნელოვანია? მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში და გაუზიარებენ ერთმანეთს პასუხებს და მოსაზრებებს ზოგად შეკითხვებზე კვლევის და პროექტის შედეგების გათვალისწინებით.  შევცვალით მოსწავლეების წყვილებს და განვსაზღვრვ  შესაბამისი დროის მონაკვეთს დავალების შესასრულებლად.  დისკუსიის მსვლელობისას გავაკეთებ  ჩანაწერებს,  მოავახდენ  მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში შესწავლილი ცნებების და მოსაზრებების დოკუმენტირებას. მოსწავლეები პირად მოსაზრებებს და იდეებს სამუშაო ჟურნალში ჩაწერენ.
დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები


არაქართულენოვანი მოსწავლეები
·        მარტივად დავწერ  ათწილადებზე პრაქტიკული ამოცანების განმარტებებს;


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·        დავავალებ  დაფის თამაშის მომზადებას მოსწავლეებს, რომელიც მოიცავს მათემატიკურ ტერმინოლოგიას და ამოცანების ამოხსნას;
·        ვთხოვ მოსწავლეებს, შეადგინონ ათწილადებზე ტესტი მთელი ჯგუფისთვის.


პროექტისთვის საჭირო მასალები და რესურსები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ, პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)            



 ფოტოკამერა
 კომპიუტერ(ებ)ი
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტ კავშირი
 ლაზერული დისკი
 პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზია
 VCR
 ვიდეო კამერა
 ვიდეოკონფერენციის აღჭურვილობა
 სხვა     
ტექნოლოგიებიპროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ ის პროგრამები, რომელიც დაგჭირდებათ)
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე  
 ფოტოების/სურათების
დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია

 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები

მასალები
·      პრაქტიკული მასალები ათწილადებზე. კერძოდ: ათწილადების სასწავლო პაკეტები, კამათლები, კუბიკები გამოსახულებებით აქტივობების შესასრულებლად და შესასწავლად.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები