среда, 5 ноября 2014 г.

რეფლექსიები

 I-დღე
ტრენინგების კურსი „ინტელის სასწავლო პროექტები“ დაიწყო 2014 წლის სექტემბრის თვეში,ტრენერი გიზო მუშკუდიანი, ურთიერთგაცნობის  შემდეგ გავეცანით პროექტებზე მუშაობას და სწავლებას.გავეცანით პროექტების მოთხოვნებს. ვიმუშავეთ ბიბლიოგრაფიაზე, შეჯამებაზე  და ყველაფერ იმაზე ,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად  სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა შეფასებისათვის.
II დღე
დღევანდელი დღეც დავუთმეთ  პროექტზე მუშაობის სწავლებას, წარმოვადგინეთ საკუთარი  პროექტების იდეები, ვიმუშავეთ პროექტის მსვლელობის  თანმიმდევრობაზე.დღემ საინტერესოდ ჩაიარა

III დღე
დღეს ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე,  პროექტის გეგმის შაბლონის გაცნობის შემდეგ გადავხედეთ სტანდარტებს და შევარჩიეტ მაღალი სააზროვნო უნარებისათვის საჭირო სტანდარტები, შევუსაბამეტ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, შევადგინეტ პროექტისთვის საჭირო სამივე ტიპის კითხვები.დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა

IVდღე
დღეს გავაკეთეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია,პრეზენტაცია დავიწყეთ შეფასების 5 მიზნის განხილვით,განმავითარებელი  4 და  განმსაზღვრელი 1 შეფასებითშევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა

V დღე
გავეცანით საავტორო უფლებების  შესახებ შექმნილ პრეზენტაციებს, ბიბლიოგრაფიას, მოსწავლეთა ნიმუშისათვის შევქმენიოტ სლაიდშოუ, აგრეთვე ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების  შეფასებაზე



~VI დღე
დღეს მასალების ბლოგზე გამოქვეყნება ვისწავლეთ, შევქმენით  მოსწავლის პორტფოლიო,   ვიმუშავეთ მის შეფასებაზე,ვიმუშავეთ  შეფასების რუბრიკაზე.შევქმენით მოსწავლის პროექტის  შესაბამისი შეფასების რუბრიკა

VII დღე
ამ ტრენინგზე  დავიწყეთ სასწავლო პროექტის  პორტფოლიოს  ჩვენება, დავიწყეთ  უკვე ნასწავლი ნამუშევრების გასწორება . გავაკეთეთ შესწორებები პროექტის გეგმასა  და ბუკლეტზე, გავიგეთ პროექტის ჩეკლისტი, ვისწავლეთ თვითშეფასება , ურთიერთშეფასება.ყველა განვლილი და ნასწავლი მასალა გავიმეორეთ. დღე ძალიან დატვირთული  გამოვიდა.

VIII  დღე

 დღეს დავალების პრეზენტაცია გავაკეთეთ, მოვახდინეთ ურთიერთშეფასებები,კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოს,  ისევ გადავხედეთ ჩვენს ბლოგებს   და ტრენერისაგან ამომწურავი პასუხები მივიღეთ იმის შესახებ ,თუ როგორ განვათავსოთ სხვა  მასალები ბლოგზე.

IX დღე
ტრენინგზე დავიწყეთ ყველა მასალის ბლოგზე განთავსება და   დათვალიერება, კიდევ ერთხელ გადავავლეთ  თვალი  ჩემს ნამუშევრებს,გავიტვალისწინეთ  რჩევები ბდა რეკომენდაციები,.
ეს ტრენინგები საჭირო და აუცილებელი. თან დროული იყო,  პროექტებით სწავლების  დანერგვისათვის.




Комментариев нет:

Отправить комментарий